ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონში

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ვაშინგტონისკენაა მიმართული.

რამდენიმე წუთში საერთაშორისო საზოგადოება დონალდ ტრამპის და ვოლოდიმერ ზელენსკის პრეს-კონფერენციის დაწყებას ელოდება. ტრამპმა ზელენსკი ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში მიიღო. მთავარი მოლოდინი, რითაც უკრაინის პირველი პირი აშშ-შია ჩასული, უსაფრთხოების გარანტიების მიღებას უკავშირდება. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები და სამშვიდობო მოლაპარაკებებია, რომლის პირველ რაუნდზე უკრაინა წარმოდგენილი არ ყოფილა. კიდევ ერთი საკითხი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა. საკუთარი ვიზიტი ზელენსკიმ სენატორებთან შეხვედრით დაიწყო. ამერიკის და უკრაინის პირველი პირების შეხვედრას წინ უსწრებდა ტრამპის მხრიდან ზელენსკის საკმაოდ მწვავე კრიტიკა. თუმცა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტონი შეარბილა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი ერთი წლით გაახანგრძლივა.