ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა – სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა
რაზე შეთანხმდნენ უკრაინისა და ამერიკის ლიდერები – თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა.
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრაზე „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების საწარმოო ლიცენზიების საკითხი განიხილეს, ასევე ისაუბრეს დიპლომატიური პროცესის გააქტიურების საჭიროებაზე – დეტალებზე გუნდები მუშაობას განაგრძობენ. პარალელურად საბრძოლო მოქმედებები ორივე მიმართულებით აქტიურად გრძელდება.