ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა 

მსოფლიო დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დასრულების მოლოდინში.

თეთრ სახლში აუდიენცია ამ წუთებში იწყება. უკვე ცნობილია, რომ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ აშშ-ში მესამედ ჩასულ ზელენსკისთან იმ სატელეფონო საუბრის დეტალებიც განიხილება, რომელიც გუშინ ამერიკის და რუსეთის პირველ პირებს შორის შედგა. დღევანდელი შეხვედრის მიმართ ინტერესს ზრდის ის გარემოებაც, რომ დაახლოებით ორ კვირაში ტრამპის და პუტინის აუდიენციაა დაგეგმილი, რომელიც დიდი ალბათობით უნგრეთში გაიმართება. ბუდაპეშტი რუსეთ-ამერიკის სამიტისთვის უკვე ემზადება. განხილვის თემა იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. კიევი ვაშინგტონისგან შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას ელოდება, თუმცა ამ თემაზე ტრამპის ბოლო გზავნილი უკრაინისთვის ნაკლებად დამაიმედებელი აღმოჩნდა.