მსოფლიო მედიის ყურადღება ამ წუთებში ვაშინგტონისკენ არის მიმართული.
თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა უკრაინის პრეზიდენტი. რუსეთს ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. მთავარი განსახილველი საკითხი ბუნებრივია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ის წინა პირობებია რასაც, პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ აყენებს. ცნობილია, რომ კრემლი ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის მხრიდან, 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დათმობის და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში განიხილავს. რა შედეგით დასრულდება ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა, ეს უახლოეს საათებში გაირკვევა, მანამდე კი ზელენსკიმ კონსულტაციები უკრაინის საელჩოში ევროპელ ლიდერებთან გამართა.
ვაშინგტონში ათამდე ევროპული ქვეყნის პირველი პირები და ნატოს გენერალური მდივანიც იმყოფებიან, მოგვიანებით დონალდ ტრამპი სწორედ ევროპელ პარტნიორებს შეხვდება – ლევან ახალაია მუშაობს თემაზე.