ტრამპი ტარიფებს ისევ ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი გლობალურ 10%-იან ტარიფებს, რომელიც ორი დღის წინ დააწესა, 15%-მდე ზრდის. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აღსანიშნავია, რომ ტარიფების დაწესებას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებული საერთაშორისო ტარიფები. კერძოდ კი, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ტარიფები დასაწესებლად გამოეყენებინა „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ზომების შესახებ“ კანონი, რის გამოც ეს ტარიფები გაუქმდა. შედეგად, ამერიკის პრეზიდენტმა, იმავე დღეს, 20 თებერვალს, სხვა კანონის ფარგლებში ყველა ქვეყანას 10%-იანი ტარიფები დაუწესა, ახლა კი უკვე 15%-მდე გაზარდა.