ტრამპი - პუტინმა აშშ-ს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ბრალდების გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ბრალდების გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი სირიაში ტერორიზმისა და თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდა.

შეხვედრა ვიეტნამში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შედგა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ოფიციალური აუდიენცია შედგებოდა, თუმცა მათ სამიტის ფარგლებში საუბრის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთით მიეცათ.