ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი – შეფასებები
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბარია. საკითხს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მსოფლიო ლიდერების მხრიდან. ყველა მხარე გამართულ საუბარს დადებითად და მნიშვნელოვნად აფასებს და მზადყოფნას აცხადებს საკუთარი წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში. როგორც სატელეფონო მოლაპარაკების ინიციატორი, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, პუტინთან საუბარი ძალიან კარგად წარიმართა და რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ.
ტრამპი პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებით, გამოხმაურებებითა და მოლოდინებით – თამთა რუხაძის ჩართვა #მოამბე