ტრამპი-პუტინის დიალოგი

რამდენად რეალურია რუსეთ უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა.

მსოფლიო ახლა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებს ელოდება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე თითქმის ორი საათის განმავლობაში იმსჯელეს. სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრისას იქნებოდა განხილული ის კონკრეტულ ნიუანსებიც, რის გარკვევასაც ვლადიმერ პუტინი სწორედ დონალდ ტრამპთან გეგმავდა. სატელეფონო კომუნიკაცია რამდენიმე წუთს წინ დასრულდა.