აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში ბრალეულობას ქალაქის მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში“ ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა გააზიარა ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო, რომელიც, ფედერალური ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილს ჰქონდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს საშუალება არ ეძლევათ თავიანთი საქმე აკეთონ.
მინეაპოლისში კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს