ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით წარდგება

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით წარდგება. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი საკანონმდებლო პრიორიტეტებს ჩამოაყალიბებს და ხაზს გაუსვამს იმ სამუშაოს, რაც მისმა ადმინისტრაციამ თანამდებობაზე ყოფნის დროს შეასრულა. ტრამპის სიტყვით გამოსვლა კონგრესში ვაშინგტონის დროით საღამოს 21 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ომის დასრულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.