ტრამპი ირანს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შტატებმა ირანზე იერიში მიიტანა. მისივე თქმით, აშშ-მა ახლახან დაარტყა ირანის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შტატების ავიაციამ სამხრეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ობიექტს შეუტია, რაც მათი თქმით, შეთანხმების პირობების დარღვევაა. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, ოპერაცია იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე.