ტრამპი გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ეს თავდაპირველად დაგეგმილ 5 000 ჯარისკაცზე ბევრად მეტი იქნება. ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი საშინლად მოიხსენია და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“. გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.