ტრამპი ევროპაში ამერიკელი სამხედროების კონტინგენტს ამცირებს

21:43, 04.05.2026

დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობა და გადაწყვეტილება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების მიმართ ევროპის ქვეყნების პოზიციონირების გამოძახილია.

დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის გაყვანა დააანონსა. საუბარია ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ ამერიკულ სამხედრო წარმომადგენლობაზე, რომლის შემცირება აშშ-ის პირველ პირს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჰქონდა გაცხადებული. გადაწყვეტილებას წინ ამერიკის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დაძაბულობა უძღოდა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე გაღრმავდა. ევროპის ქვეყნებმა ტრამპს ოპერაციაში ჩართვაზე უარი უთხრეს. ბოლოს მერცმა ირანის მიმართ ამერიკის სტრატეგიის არ არსებობაზეც კი განაცხადა, რამაც ტრამპის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ევროპელი ლიდერებისთვის ტრამპის გეგმა მოულოდნელი აღმოჩნდა. ენერგოდამოკიდებულების შემცირებასთან ერთად ახლა ევროპის ქვეყნების დღის წესრიგში თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხიც აქტიურდება. თუ ამერიკის პირველი პირის გზავნილებს დავეყრდნობით, გერმანიის მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ იტალია და ესპანეთიც.

მსგავსი