ტრამპი-ერდოღანის შეხვედრა და გზავნილები

ვაშინგტონში აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა.

თეთრ სახლში თბილი მიღების მიუხედავდ, ტრამპის და ერდოღანის განცხადებებში ღიად გაისმა ერთმანეთის მიმართ ბრალდებები. უთანხმობის მთავარი საფუძველი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო აღჭურვილობის შეძენა და სირიაში აშშ-ის მიერ ქურთების მხარდაჭერაა. უთანხმოებების მიუხედავად, მხარეები შეთანხმედნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაიზრდება და ქვეყნები პრობლემებს გადალახავენ.