მორიგი საფრთხე მსოფლიო მშვიდობისთვის თუ ძალის დემონსტრირება – რა მიზანი აქვს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ამერიკამ ბირთვული იარაღის გამოცდები განაახლოს.
ვიდრე მსოფლიო მიზეზებს არკვევს, შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ომის დეპარტამენტს ბირთვული იარაღის ტესტირება დაავალა, მთავარ არგუმენტად სხვა ქვეყნების მხრიდან ბირთვული არსენალის გამოცდების დაწყებას ასახელებს. რუსეთი და ჩინეთი ტესტირებების დაწყებას კატეგორიულად უარყოფენ. ოფიციალური პეკინი კი ვაშინგტონს 1996 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც ხუთი ქვეყანა ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის ტესტირების აკრძალვას დათანხმდა. ჯერ უცნობია, დაარღვევს თუ არა ამერიკა წლების წინ ხელმოწერილ მორატორიუმს, მანამდე კი მოქმედ პრეზიდენტს შტატების ყოფილი მაღალჩინოსნები მწვავედ აკრიტიკებენ.