ტრამპი აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე - ექსპერტების შეფასებები 

ტრამპის სკანდალური განცხადება და მყისიერი გამოხმაურება სამეცნიერო წრეებიდან.

არის თუ არა „პარაცეტამოლის“ მიღება საფრთხის შემცველი – ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო წლებში აუტისტური სპექტრის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდასა და „პარაცეტამოლის“ ნივთიერების შემცველ მედიკამენტს შორის პირდაპირი კავშირი გაავლო. თეთრი სახლის ლიდერმა ორსულებს პრეპარატის მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. განცხადება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტრამპს სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევებით პასუხობენ, რომელთა მიხედვით ბავშვებში აუტიზმის განვითარებასა და ორსულობის პერიოდში „პარაცეტამოლის“ მიღებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები არ იკვეთება.