ტრამპი 60 ქვეყნის წინააღმდეგ – სავაჭრო ომის ახალი ეტაპი

21:49, 24.07.2026

ტარიფების გამო დაპირისპირების ახალი ტალღა ამერიკასა და ევროპას შორის.

ევროკავშირი ვაშინგტონის ნაბიჯით უკმაყოფილოა. აშშ-ის გადაწყვეტილებით, ახალი საბაჟო ტარიფები დაწესდება 60 სავაჭრო პარტნიორის პროდუქციაზე, მათ შორისაა ევროკავშირიდან ექსპორტირებული პროდუქტებიც, ასევე კანადის, მექსიკის, რუსეთის და ჩინეთის პროდუქცია. ვაშინგტონი სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებას იძულებითი შრომის წინააღმდეგ აკრძალვების არასაკმარისად აღსრულებით ხსნის და ფიქრობს, რომ  60 სავაჭრო პარტნიორი ამ პრობლემას სათანადოდ არ ებრძვის.

მიზეზს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც აშშ-სგან განმარტებებს ელოდება – დასაქმებულთა უფლებების დაცვის მხრივ კალასი ევროკავშირის კანონმდებლობას ამერიკულთან შედარებით გაცილებით ეფექტურად აცხადებს. გადაწყვეტილებას ნეგატიურად გამოეხმაურნენ სხვა ქვეყნებიდანაც.

მსგავსი