ტრაგიკული შემთხვევა უნგრეთში  

ტრაგედიით დასრულდა ტურისტების გასეირნება მდინარე დუნაიზე.

ტურისტულ ნავს დიდი ზომის გემი დაეჯახა. სამხრეთ კორეელი ვიზიტორებით სავსე ნავი, რამდენიმე წამში ჩაიძირა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, 21-ს ახლაც ეძებენ. მასშტაბურ სამძებრო სამუშაოებში უნგრეთის შესაბამის სამსახურებთან ერთად, არმია და სამხრეთ კორეაც აქტიურად არიან ჩართულნი. თუმცა, წყლის სწრაფი დინება სამაშველო ოპერაციას ართულებს. საძიებო სამუშაოების პარალელურად, პოლიცია ტრაგედიის მიზეზებს იკვლევს.