გასულ შაბათს რიყის პარკის მიმდებარედ არსებულ შენობაში ბიჭი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ლაპარაკია მე-10 კლასელ ბიჭზე. მომხდარის კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შევიდა და იქ არსებულ თხრილში ჩავარდა რომელიც სავარაუდოდ წყლით იყო სავსე. თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბიჭი რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებულ ღია თხრილში ჩავარდა.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.