ტრაგედია შატილის გზაზე

საბედისწერო ექსკურსია შატილში. სოფელ ბისოში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მომხდარიდან მალევე ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც  გარდაცვლილები და დაშავებულები ხეობიდან გუშინვე ამოიყვანეს. უბედური შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცოტა ხნის წინ კი, ხეობიდან  მიკროავტობუსიც ამოიყვანეს. რა ვითარებაა ადგილზე? –  ბოლო ინფორმაციით შემთხვევის ადგილიდან ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს.