ტრაგედია ოკუპირებულ გალში

შემზარავი ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონში – სოფელ საბერიოში მომხდარმა უმძიმესმა ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. დაღუპულია ხუთი მცირეწლოვანი. ბავშვები სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ბებია მესამე ხარისხის დამწვრობით რუხიდან ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად, ბენზინის ჩასხმის შედეგად გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა. ჭოლარიების ოჯახი სამძიმრის წერილებს იღებს. ტრაგედია გუშინ დილით მოხდა.