ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უსამძიმრებს. „დიდია ჩვენი მწუხარება თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – ვკითხულობთ უწმინდესის წერილში.
სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა. ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.