ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ არასრულწლოვანს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ბავშვები მშობლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ. ორი უფროსი გოგონა აფხაზეთის 11-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, ორი საბავშვო ბაღში ჰყავდათ, ყველაზე უმცროსი კი რვა თვის იყო. მომხდარ ტრაგედიაზე უმძიმთ საუბარი დევნილთა დასახლებაში.

უბედური შემთხვევა გუშინ დაახლოებით დილის 09:00 საათზე მოხდა. ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა. შედეგად ჭოლარიების ხუთი არასრულწლოვანი შვილი გარდაიცვალა. ხანძრის დროს სახლში იყო ბავშვების ბებია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.