ტრაგედია მინდელის შახტში

მეორე ტრაგედია ბოლო 3 თვეში – ისევ ტყიბული და ისევ მინდელის შახტი.

ქვეყანა დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.  დილით მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.  მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. პრემიერის გადაწყვეტლებით, გამოძიების დასრულებამდე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვამდე, მინდელის შახტი დაიხურება, დასაქმებულები კი ანაზღაურებას ჩვეულებრივ მიიღებენ. გადაწყვეტილებას უმრაველოსობა მიესალმება, თუმცა ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყაროს დახურვის შედეგები აფიქრებს. ოპოზიციის აზრით კი, ამ ნაბიჯით მთავრობამ პასუხისმგებლობა აირიდა.

ტყიბულში „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ. პოლიციასთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაკითხვები მიმდინარეობდა,  ირმა ჭოლაძე იმყოფება.