ტრაგედია მექსიკის სავაჭრო ცენტრში
მექსიკაში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 23 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერმოსილიოს ცენტრში მოხდა. მათივე ცნობით, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა ტოქსიკური აირების შესუნთქვამ გამოიწვია. უცნობია თავად ხანძრის გამომწვევი მიზეზი.