ტრაგედია ხულოს მუნიციპალიტეტში

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ ხანძარს ხულოში.

სოფელ ჭახაურში ცეცხლი ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ორივე სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში 20 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 წლამდე ასაკის პირი იმყოფებოდნენ.

ტრაგედიის ადგილზე აჭარის ხელისუფლების პირველი პირები მივიდნენ.

ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს მირზა სუბელიანი დაიკითხება. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გამოკითხვაენ. — თეონა ხუბულავას ვრთავთ გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან. თეოან გისმენთ.