ტრაგედია გალში

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ არასრულწლოვანს დღეს, საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ენგურის ხიდზე დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების პედაგოგები. მათი თქმით, გაიცა შესაბამისი ნებართვა, რათა მსურველები გადავიდნენ ოკუპირებულ საბერიოში და პატივი მიაგონ გარდაცვლილ მცირეწლოვნებს. მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება ფახულანის გამშვები პუნქტიდან მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში კი გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.