საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ქვეყანა სოფელ საბერიოში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.
5 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ძლიერ ხანძარს მხოლოდ ბებია გადაურჩა, რომელთანაც ბავშვები საახალწლო არდადეგებზე იყვნენ ჩასული. უმძიმესი ტრაგედიის ხუთივე მსხვერპლი დღეს ოკუპირებული გალის რაიონში დაკრძალეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერს სამძიმარი გამოუცხადეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა.