ტრაგედია ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად, 51 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ხანძარი ქალაქ კოჩანის კლუბ „პულსში“ კვირას გამთენიისას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში კონცერტს ჯგუფი ADN-ი მართავდა. შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. კონცერტს დაახლოებით 1 500 ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მოხვდა ნაპერწკლები ჭერს და რა სწრაფად გავრცელდა ცეცხლი მთელს შენობაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარზე რამდენიმე პირია დაკავებული.