სამშენებლო კომპანია, რომელიც ოცნების ქალაქს აშენებს – „ანაგია“. საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში, კომპანიის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგედიის ადგილზე სამუშაოებს „ანაგი“ აწარმოებდა. უფრო მეტიც, დავით ანდღულაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია „ოცნების ქალაქის“ იმ ნაწილიდან მოშორებულია, სადაც მთავრობის მიერ ბინების მშენებლობა დაანონსდა.