ტრაგედია ბათუმში – მერაბ წულუკიძის ჩართვა სოლიდარობის აქციიდან

21:05, 16.02.2025

ბათუმში ორ მცირეწლოვანს გლოვობენ. ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული ოჯახის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ და მათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ირკვევა, თხრილი წყლით იყო სავსე. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ შემთხვევა სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც შემოსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, მათივე თქმით, დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. ტრაგედიის ადგილზე რაიმე სამუშაოების მიმდინარეობას კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანია „ანაგში“, რომელიც „ოცნების ქალაქს“ აშენებს. მშენებლობის პროექტი ერთი კვირის წინ თავად ირაკლი კობახიძემ წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დღეს დაღუპულთა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. სამძიმრის წერილი გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემაც.

ბათუმში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და სოლიდარობის აქციიდან პირდაპირ ეთერში მერაბ წულუკიძე შემოგვიერთდება.

მსგავსი