„ტრადიციული ლურჯი სუფრა“

პროექტი, რომელიც მე-17 საუკუნეში დამკვიდრებულ ტრადიციას აცოცხლებს. სამხატვრო აკადემიის სპეციალურ ლაბორატორიაში ძველი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ცნობილ ლურჯ სუფრებს ამზადებენ. მაგიდის გადასაფარებლები ქართული ორნამენტებით და ატრიბუტიკით ქვეყნის ისტორიული ექსპონატია. ლურჯ სუფრებს რამდენიმე სახელოსნო დღესაც აწარმოებს, თუმცა ტრადიციის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო განვითარების მიზნით იუნესკოს პროექტის ფარგლებში ლურჯი სუფრის შექმნის ტექნოლოგიას ქალებს საქართველოს ხუთ რეგიონში შეასწავლიან.

დატოვე კომენტარი