სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი წელს არ გაიმართა. გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად იქნა მიღებული. ტრადიციის აღსანიშნავად, მოსახლეობის ჩართულობით შეიკერა ლელობურთი, ამის შემდეგ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.