ტრადიციული კალანდა
გურიაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის ემზადებიან.
რეგიონში ძველით ახალ წელთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია, რიტუალი და წეს-ჩვეულება დღეს კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ჩიჩილაკის გათლა, ცხემლის ჭრა, მორთვა, ფიშტოს გასროლა, საშობაო ღვეზელის გამოცხობა და აგუნას გადაძახილი კალანდობის განუყოფელი ნაწილია. სადღესასწაულო ტრადიციები „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს ამჯერად მგალობლიშვილების ოჯახმა გააცნო. სოფელ ერკეთში, ისევე როგორც ყველა სოფელში, მკაცრად იცავენ მეკვლის, იგივე ფეხადის ტრადიციასაც. ცალკე სამზადისია სადღესასწაულო სუფრის გასაწყობად.