დღესასწაული, რომელიც გურიაში საუკეთესო მხედრებს მთელი საქართველოდან თავს უყრის. ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. სახალხო დღესასწაულმა საკურორტო ზონაში მოქალაქეები და ტურისტები მთელი საქართველოდან შეკრიბა. ცხენებით ჯირითისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების პარალელურად, ადგილზე არაერთი სპორტული აქტივობა, გამოფენა-გაყიდვა და გასართობ-შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. უკვე რამდენიმე წელია სახალხო დღესასწაულის მთავარი მიზანი კურორტის პოპულარიზაციაა.