ტრადიციული დოღი ბახმაროში

ტრადიციული დღესასწაული ბახმაროში. ადგილზე დილიდან ხალხმრავლობაა. სპორტული აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო ღონისძიებები და კონცერტები. ბახმაროში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც. გაიმართა ადგილობრივებთან შეხვედრა, დაათვალიერეს წარმოდგენილი ნაწარმი. დილიდან ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს სასულიერო პირებმა ბახმაროს ფერისცვალების მონასტერში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ტრადიციული დოღი. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულმა მხედრებმა. დააჯილდოვეს გამარჯვებულები. დღის ბოლოს კი გაიმართა გალა კონცერტი.