ტრადიციული დოღი ბახმაროში. სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად, 19 აგვისტოს ტარდება. მონაწილეობას სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს. დილიდან წირვა აღევლინა ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში. ადგილზე პრეზიდენტიც იმყოფება. ბახმაროში დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დააჯილდოებენ დოღში გამარჯვებულებს.