ტრაბზონში ISIS-ან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს

15:15, 27.12.2017

ტრაბზონში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.

თურქული სააგენტო „მილიეტის“ ინფორმაციით, ტრაბზონის პროვინციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა, სპეცოპერაციის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, დაკავებული ცოლ-ქმრის სახლში საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტები აღმოაჩინა.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.

მსგავსი