თოვლის გამო შეზღუდვებია დაწესებული ნაქერალას უღელტეხილზე

თოვლის გამო შეზღუდვებია დაწესებული ნაქერალას უღელტეხილზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვები მოიხსნა რამდენიმე მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა ასევე აღდგენილია საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.