თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ბაკურიანში ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი თოვლის ფრენბურთში დასრულდა. ქართველებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობა ევროპის ცხრა ქვეყნის გუნდებმა მიიღეს. ოქროს მედლის მფლობელი მამაკაცთა შორის პოლონეთი გახდა, ქალებში კი პირველობა ჩეხებმა მოიპოვეს. ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ თოვლის ფრენბურთი სპორტის ოფიციალურ სახეობად 2015 წელს გამოაცხადა.