„ტოტალური ბლოკადა“ - ტრამპის სანქციები ვენესუელის წინააღმდეგ 

განცხადებების შემდეგ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს: ადამიანებით და ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ნავთობის მოპარვაში დადანაშაულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი მადუროს მთავრობას უკანონო რეჟიმად აცხადებს და საზღვაო ბლოკადას აწესებს. ბლოკადაში მოექცევა ვენესუელისკენ მიმავალი ან იქიდან მომავალი ყველა სანქცირებული გემი. ამერიკის პირველი პირი მადუროს სხვა ზომებით მიღებითაც დაემუქრა, რასაც ადრესატის მხრიდან მძიმე რეაქციები და კონტრბრალდებები მოჰყვა. 18-წლიანი დაპირისპირება ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა: ბლოკადას თვეების წინ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროებთან სამხედრო გემების განთავსება და მათზე მიტანილი იერიშები უძღოდა.