თორნიკე შენგელია დეკემბრის “ოსკარით” დაჯილდოვდა

თორნიკე შენგელიას ევროლიგაში სპეციალური ჯილდო გადაეცა. ესპანური ბასკონიას მძიმე ფორვარდს გასულ თვეში კარგი თამაში დაუფასდა და დეკემბრის “ოსკარით” დააჯილდოვეს. შენგელია ევროლიგის მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამას გარდა, პოპულარულმა საკალათბურთო პორტალმა 2017 წლის საუკეთესო კალათბურთელებში დაასახელა და ევროპაში მოთამაშეთა წლის მეორე სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანა.

გუშინ შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მე-17 ტურში, ევროპის ერთ-ერთი გრანდი, „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა – 86:54. ესპანური გუნდის ქართველმა კაპიტანმა 16 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.