თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმის მსვლელობას თავად აკონტროლებს და სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყებები გაავრცელებენ. თორნიკე რიჟვაძეს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა დღეს თბილისის მერმაც.