თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:05, 09.07.2025

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის სტამბოლის საავადმყოფოში გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე კი ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სწორედ ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა.

 

მსგავსი