თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

21:07, 07.07.2025

თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული, მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. მთელი დღეა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საგარეჯოში, იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა. სახლი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ახვლედიანს ეკუთვნის, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, მისი კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა. დამატებით კითხვებს აჩენს იმ წერილის შინაარსი, რომელიც დაჭრილის ტანსაცმელში იპოვეს. რიჟვაძემ თანამდებობა სამი თვის წინ დატოვა და მიზეზად პირადი გადაწყვეტილება დაასახელა. ის აჭარის მთავრობას თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ბუნდოვანებით მოცული საქმე და არაერთგვაროვანი ვერსიები – შალვა სუმბაძე არკვევს დეტალებს.

მსგავსი