თორნიკე რიჟვაძის განცხადება

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მალე დაიწყება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვა მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გამოცხადდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომზადებულია მშენებლობის პროექტიც, რომელსაც გავლილი აქვს ოთხი ექსპერტიზა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 54 ათასი კვადრატული მეტრი ფართის მშენებლობა. მშენებლობა შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვინ მიიღებს ბინებს, რიჟვაძის განცხადებით, პროცესი იქნება საჯარო და მასში ჩართული იქნება როგორც   ადგილობრივი მესამე სექტორი, ასევე გაერო-ს ბავშთა ფონდი „იუნისეფი“.