თორნიკე რიჟვაძის ანგარიში

შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის წლიური ანგარიშის მოსმენა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პრორუსულობაში დაადანაშაულა. თორნიკე რიჟვაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეუძლებელია.