თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა.

შპს „ეიერ მერიდიანსი“ ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი ამერიკული დოლარია.

კომპლექსში განთავსდება აპარტამენტები, სასტუმრო, ავტოსადგომი, მოეწყობა სარეკრეაციო ზონა. იგეგმება 600 ადამიანის დასაქმება.

ბათუმში კიდევ რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება. მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება რუსთაველის ქუჩაზე, ასევე, აპარტჰოტელის ტიპის საცხოვრებელი სასტუმრო კომპლექსი გმირთა ხეივანში, სადაც ხუთასამდე ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის მოცულობა 120 მილიონი ლარია.

მიმდინარე პროექტების შესახებაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.