თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მუხაესტატესა და ხუცუბნის მოსახლეობის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მუხაესტატესა და ხუცუბნის მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინა. ადგილობრივებმა თორნიკე რიჟვაძეს მათი საჭიროებები გააცნეს. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა – ის მიმართულებებია, რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ და ყველა სოფელში თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება.

დატოვე კომენტარი