თორნიკე კაჭარავას ბრალს ხვალ წარუდგენენ

ხვალ წარუდგენენ ბრალს 29 წლის თორნიკე კაჭარავას, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ის თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა უკვე მოინახულა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თორნიკე კაჭარავა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. ის გასულ წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.